თბილისის ჭადრაკის სასახლეში ‘სასკოლო ლიგა ჭადრაკში’ გათამაშება გაიმართა
ასპარეზობა, სატესტო რეჟიმში შვეიცარული სისტემით 9 ტურად
გაიმართა და მასში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტი სპორტის მართვის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თანაორგანიზებით და მხარდაჭერით განხორციელდა.
გამარჯვებული მოსწავლეები საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჩაკვეტაძემ, საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ დააჯილდოვეს.
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:
ჭაბუკები:
I ადგილი – ანდრია რაჭველიშვილი – 9 ქულა;
II ადგილი – ოთო ამყოლაძე – 6,5 ქულა;
III ადგილი – ნიკოლზ ლომთაძე 6,5 ქულა
გოგონები
I ადგილი – ანასტასია ქოქიაშვილი – 8 ქულა
II ადგილი – ნუცა მთვარელიძე – 7 ქულა;
III ადგილი – მარიამ ჩიხლაძე – 7 ქულა;