ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დაიწყო ქალ მოჭადრაკეთა 78-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა, რომლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე. საქართველოს ქალთა ჩემპიონატი წრიული სისტემით 9 ტურად გაიმართება. საპრიზო სამეულში გასული მონაწილეები, ივლისში, რუმინეთის ქალაქ იასიში დაგეგმილი ევროპის ქალთა ინდივიდუალური ჩემპიონატის საგზურებით დაჯილდოვდებიან. მინისტრის მოადგილემ ჩემპიონატის მონაწილეებს წარმატება უსურვა და სიმბოლურად პირველი სვლა გააკეთა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, ნინო ბაციაშვილის და სოფიო გვეტაძის პარტიაში.საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ჩემპიონატი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი გახლავთ 25 ათასი ლარი, რომელიც მონაწილეთა შორის საბოლოო შედეგების მიხედვით გადანაწილდება. ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ – ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდეტი გია გიორგაძე, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ‘ფიდეს’ ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე.
მსგავსი სტატიები
-
საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში -U10;14;18
2023-04-02 -
მერი არაბიძე - ევროპის ჩემპიონია!
2023-03-29 -
განცხადება
2023-03-21 -
ფედერაცია ულოცავს!
2023-03-06