7 და 9 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
10 – 14 ივნისი 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ორგანიზატორი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
- ღონისძიების მართვა:
საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
3. ჩატარების ვადები და ადგილი:
10.06-14.06. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე, კოსტავას 37 ა.
4. მონაწილენი:
– 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2015 წლის 1 იანვრის
შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
– 9 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ 2013 წლის 1 იანვრის
შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
– სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- სისტემა და კვალიფიკაცია:
– ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7ტურად.
– გარკვეულ შემთხვევებში, ტურნირის ორგანიზატორს უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის
ჩატარების სისტემა და განრიგი.
- დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან)
5 წამის დამატებით.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
- მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/YEQPRcroV8CE5MdF8 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის
ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 9 ივნისი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
- თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია – 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
- სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო
შესატანიდან, იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე (9 ივნისი 18.00
საათამდე) წარმოადგენენ წერილობით განცხადებას შესაბამის დოკუმენტების თანდართვით.
- დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
- რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
8. თაი – ბრექი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
9. ტურნირის განრიგი:
ტური | რიცხვი | საათი |
ჩამოსვლის დღე | 10 ივნისი | |
I ტურის კენჭისყრა | 10 ივნისი | 20:00 |
გახსნა | 11 ივნისი | 11:00 |
I ტური | 11:00 | |
II ტური | 12 ივნისი | 11:00 |
III ტური | 12 ივნისი | 12:30 |
IV ტური | 13 ივნისი | 11:00 |
V ტური | 13 ივნისი | 12:30 |
VI ტური | 14 ივნისი | 11:00 |
VII ტური | 14 ივნისი | 12:30 |
დახურვა | 14 ივნისი | 14:00 |
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების განრიგს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
10. დაჯილდოვება:
– 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
– 2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
– დაჯილდოვდებიან მწვრთნელები შემდეგი წესით:
ა) თითოეულ ტურნირში – I ადგილზე გასული მოჭადრაკე მწვრთნელს მოუტანს 20 ქულას,
II ადგილზე – 17 ქულას, III ადგილზე – 15 ქულას, IV ადგილზე – 13 ქულას, V ადგილზე –
11 ქულას, VI ადგილზე – 9 ქულას, VII ადგილზე – 7 ქულას, VIII ადგილზე – 5 ქულას,
IX ადგილზე – 3 ქულას, X ადგილზე – 1 ქულას.
ბ) საერთო ჩათვლაში I ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდება თასით, მედლით და
დიპლომით. II-III ადგილზე გასული მწვრთნელები დაჯილდოვდებიან მედლებით და
დიპლომებით.
გ) მწვრთნელთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მწვრთნელებმა მოსწავლეების სია უნდა
წარმოადგინონ II ტურის დაწყებამდე (იმ მოსწავლეების, რომლებიც ბოლო 6 თვე
მეცადინეობდნენ მასთან. რეგისტრაციისას უნდა დაფიქსირდეს მხოლოდ 1 მწვრთნელი).
11. საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
– ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში.
მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.
– არასაპატიო მიზეზით ტურნირის მიტოვების შემთხვევაში მონაწილე დისკვალიფიცირებული იქნება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანების (#10. 20/01/2014 წ.) შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი