13 ოქტომბერს,საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაციის ‘ფიდე’ ორგანიზებით საჭადრაკო ონლაინ პლატფორმაზე chess.com მსჯავრდებულთა შორის პირველი მინტერკონტინენტალური გუნდური ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართა.
ასპარეზობაზე, მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 30 ქვეყნის: ვაჟთა,ქალთა და არასრულწლოვანთა გუნდები მონაწილეობდნენ.
საქართველოდან 3 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული გუნდი ოთხი მონაწილისგან შედგებოდა.
გუნდები დაკოპლექტდა, საქართველოს სპეციალური პენიტენციური დაწესებულებების შიდა და საერთო ჩემპიონატიდან, რომლებიც სქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მსოფლიო შესარჩევ ტურნირზე ქვეჯგუფში ყველა გუნდური გამარჯვებით პირველი ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა საქართველოს ვაჟთა გუნდმა.
ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა ქალთა გუნდმაც.