ნორვეგიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფიდეს მწვრთნელ – ინსტრუქტორმა , ილია კაკუშაძემ, ჭადრაკის სასახლეში ტრენინგი გამართა.
ტრენინგის მთავარი თემა გახლდათ :კომპიუტერი და ჭადრაკი,თანამედროვე მეცადინეობის მეთოდები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი მწვრთნელები როგორც თბილისიდან,ასევე რეგიონებიდან და საქართველოს ნაკრების წევრები.
შეხვედრის მსვლელობისას, ყველა მონაწილეს დაუინსტალირდა პირად კომპიუტერში უახლესი საჭადრაკო საანალიზო პროგრამები და მონაცემთა ბაზა.