საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან.
მემორანდუმს ფონდის მხრიდან პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ჭადრაკის ფედერაციის მხრიდან პრეზიდენტმა, გიორგი გიორგაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში ფონდი და ფედერაცია ერთობლივად შეუწყობენ ხელს აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციას, მასობრიობას და განვითარებას.
ასევე ფონდისა და ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება ჭადრაკის შეტანა სკოლებშიც .
ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ფონდი ჭადრაკის ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელ ქალ მოჭადრაკეებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს