დ  ე  ბ  უ  ლ  ე  ბ ა                                                                                                                                                                         

24.06-01.07. 2021 წ.  ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

1. სისტემა:ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.                                                                                                     აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

2.დროის კონტროლი: თითოეულს მიეცემა 1 საათი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 10 წმ. დამატებით.                                                                    3.კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდე-ს რეიტინგი არ დაითვლება.                                                                                                                     4.მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან თბილისის სკოლის მოსწავლე, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის   წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ.       

 5.რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ  სარეგისტრაციო ფორმა  https://forms.gle/N8mMmTXXjhcZYbZ27  ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ:  1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;   3) თბილისის  ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.                                                                                                                      რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 ივნისის 18:00 საათი.                                                                                                                                ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com   მობ:  558 11 86 83                                                                                                                 

 თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:   სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22                                                                                                                         ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000                                                                                            სატურნირო შესატანი:  20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები   განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.                                                                                                                   6. თაი- ბრეიქი:    ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:                                                                                                                    1. ურთიერთშორის შეხვედრა;                                                                                                                           2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);                                                                                                                    3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);                                                                                                                                4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;                                                                                                                         5. მოგებების მეტი რაოდენობით.                                                                                                                                                                                     7. ტურნირის განრიგი:

ტურიდღესაათი
რეგისტრაცია24 ივნისი 
გახსნა25 ივნისი15:00
I ტური25 ივნისი15:00
II ტური26 ივნისი15:00
III ტური27 ივნისი15:00
IVტური28 ივნისი15:00
Vტური29 ივნისი15:00
VI ტური30 ივნისი15:00
VII ტური და დახურვა 1 ივლისი15:00

8. დაჯილდოვება:

I ადგილითასი, მედალი, სიგელი
II ადგილიმედალი, სიგელი
III ადგილიმედალი, სიგელი
  • ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებიტ არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.

     ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი – საერთაშორისო ორგანიზატორი  ზურაბ მიქაძე

 მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი

დანართი 1

  1. სათამაშო დარბაზში შესვლამდე მონაწილეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი. ყველა მონაწილემ უნდა ჩაიტარონ ხელების ჰიგიენა (დაიბანონ წყლით და საპნით  ან  დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით);
  2. მონაწილეებმა და მსაჯებმა სათამაშო დარბაზში შესვლისთანავე უნდა გაიკეთონ დამცავი ნიღაბი, რომელიც მოუხსნელად უნდა ეკეთოთ თამაშის პროცესში;
  3. მოთამაშეების გარდა მხოლოდ მსაჯების ყოფნაა დაშვებული სათამაშო სივრცეში;
  4. ტურნირის დასრულების შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ თვითონ უნდა გაიტანოს თავისი ნივთები და ნარჩენები ოთახიდან;
  5. ტურნირის დასრულებისთანავე ჩატარდება საჭადრაკო ინვენტარის (ფიგურები, დაფა, საათი), სკამების, მაგიდების, იატაკის და კარებების სახელურების დეზინფიცირება;
  6. ტურნირის ყველა მონაწილემ დარბაზიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ უნდა ჩაიტაროს ხელების ჰიგიენა;
  7. საჭადრაკო პარტიის დამთავრებისთანავე ყველა მონაწილემ უნდა დატოვოს სათამაშო დარბაზი;
  8. სათამაშო დარბაზი რეგულარულად და ეფექტურად განიავდება;
  9. დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სხვა რეგულაციები (სველი წერტილის წმენდა, დეზინფექცია, სადეზინფექციო დისპენსერების განთავსება და სხვა).

რეგულაციებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში ორგანიზატორი იტოვებს უფლებას იმოქმედოს ცვლილებების შესაბამისად.