თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა დედაქალაქის ჩემპიონატი 10 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა 55 მონაწილეს შორის.
დაძაბული ბრძოლის შემდეგ საპრიზო სამეულები შემდეგნაირად განაწილდა:
გოგონები
I ადგილი – ბარბარე ჭიოკაძე (თბილისი;მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი) – 6 ქულა;
II ადგილი – ლილი გიორგობიანი (თბილისი; მწვრთნელი დავით მაღალშვილი) – 5 ქულა;
III ადგილი – სარა სალთხუციშვილი (თბილისი; მწვრთნელი ელგუჯა ფხაკაძე) – 5 ქულა;
ბიჭები
I ადგილი – გიორგი კილაძე (თბილისი; ირაკლი კილაძე) – 6 ქულა;
II ადგილი – ფედორ შალენი – 5,5 ქულა;
III ადგილი – ნიკოლოზ შანიძე (თბილისი; მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი).