დ ე ბ უ ლ ე ბ ა
07.03-14.03. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები, დაბადებული 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/7a8efRPrewH4jeQ9A
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3) თბილისის
ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი)
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 7 მარტის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000 სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი– ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | საათი |
რეგისტრაცია | 7 მარტი | |
გახსნა | 8 მარტი | 15:00 |
I ტური | 8 მარტი | 15:00 |
II ტური | 9 მარტი | 15:00 |
III ტური | 10 მარტი | 15:00 |
IVტური | 11 მარტი | 15:00 |
Vტური | 12 მარტი | 15:00 |
VI ტური | 13 მარტი | 15:00 |
VII ტური და დახურვა | 14 მარტი | 15:00 |
8. დაჯილდოება:
I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს
ჩაეთვლება წაგება.
-კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.