დ ე ბ უ ლ ე ბ ა
(22.12-29.12. 2021 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე)
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე
5 წამის დამატებით. 3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება. 4. მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი.
9-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის. 9-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის. 11-წ. (2010 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის. 11-წ. (2010 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის. 13-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის. 13-წ. (2008 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ჭაბუკებს და გოგონებს.სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/WZrikCeR6tCHawus6
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 22 დეკემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი– ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | გოგონები-9,11,13 წ.წ. | ჭაბუკები-9,11,13 წ.წ. |
რეგისტრაცია | 22 დეკემბერი | ||
გახსნა | 23 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
I ტური | 23 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
II ტური | 24 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
III ტური | 25 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
IVტური | 26 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
Vტური | 27 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
VI ტური | 28 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
VII ტური და დახურვა | 29 დეკემბერი | 15:00 | 17:00 |
8. დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს
ჩაეთვლება წაგება.
– კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.