დ ე ბ უ ლ ე ბ ა
18.05-25.05. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე 5 წამის დამატებით.
3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
4. მონაწილენი: ჩატარდება 6 ტურნირი.
9-წ. (2014 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
9-წ. (2014 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
11-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
11-წ. (2012 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
13-წ. (2010 წ. და შემდეგ დაბადებული) ჭაბუკთა შორის.
13-წ. (2010 წ. და შემდეგ დაბადებული) გოგონათა შორის.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ჭაბუკებს და გოგონებს.სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/2iX1KZYhE2Ar6GTy8
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 მაისის 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22 ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000 სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან.
6. თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით); 3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | საათი |
რეგისტრაცია | 18 მაისი | |
გახსნა | 19 მაისი | 15:00 |
I ტური | 19 მაისი | 15:00 |
II ტური | 20 მაისი | 15:00 |
III ტური | 21 მაისი | 15:00 |
IVტური | 22 მაისი | 15:00 |
Vტური | 23 მაისი | 15:00 |
VI ტური | 24 მაისი | 15:00 |
VII ტური და დახურვა | 25 მაისი | 15:00 |
8. დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს
ჩაეთვლება წაგება. ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.