14 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის
(26.06-03.07. 2022 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე)
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე
5 წამის დამატებით.
3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება.
4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და
გოგონები, დაბადებული 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო
ფორმა https://forms.gle/axq6YGvn3MXYbCmq5
ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3) თბილისის
ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი)
გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 ივნისის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და
მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი– ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების
შემთხვევაში ადგილები განაწილდება:
1. ურთიერთშორის შეხვედრა;
2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;
5. მოგებების მეტი რაოდენობით.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | დღე | საათი |
რეგისტრაცია | 26 ივნისი | |
გახსნა | 27 ივნისი | 15:00 |
I ტური | 27 ივნისი | 15:00 |
II ტური | 28 ივნისი | 15:00 |
III ტური | 29 ივნისი | 15:00 |
IVტური | 30 ივნისი | 15:00 |
Vტური | 1 ივლისი | 15:00 |
VI ტური | 2 ივლისი | 15:00 |
VII ტური და დახურვა | 3 ივლისი | 15:00 |
8. დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
- ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს
ჩაეთვლება წაგება.
– კოვიდ-19-თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო, მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1-ით.
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი.