12 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

(18.04-25.04. 2023 წ. ქ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე)

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. სისტემა: ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.

აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

2. დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 45 წუთი მთელ პარტიაზე, ყოველ სვლაზე

5 წამის დამატებით.

3. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება სწრაფ ჭადრაკში.

4. მონაწილენი: ტურნირში დაიშვებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და

გოგონები, დაბადებული 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ.

სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.

5. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი: მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) თბილისის ჭადრაკის

ფედერაციის საბანკო ანგარიშზე სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი. 3) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური

საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 აპრილის 18:00 სათი. ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22

ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000

სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).სოციალურად დაუცველები და

მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. 6. თაი- ბრეიქი: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების

შემთხვევაში ადგილები განაწილდება:

1. ურთიერთშორის შეხვედრა;

2. ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);

3. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

4. შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობა;

5. მოგებების მეტი რაოდენობით.

-2-

7. ტურნირის განრიგი:

ტური დღე საათი

რეგისტრაცია 18 აპრილი

გახსნა 19 აპრილი 16:00

I ტური 19 აპრილი 16:00

II ტური 20 აპრილი 16:00

III ტური 21 აპრილი 16:00

IVტური 22 აპრილი 16:00

Vტური 23 აპრილი 16:00

VI ტური 24 აპრილი 16:00

VII ტური და

დახურვა 25 აპრილი 16:00

8. დაჯილდოება:

8.1. 1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

8.2. 1-3 ადგილზე გასული ჭაბუკები და გოგონები დაიშვებიან 2023 წლის საქართველოს

ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის (მხოლოდ

თბილისელი მოჭადრაკეები).

ასევე დამატებითი ადგილები მიეცემათ მონაწილეთა რაოდენობის შესაბამისად:

5-14 მონაწილეზე 1 ადგილი; 15-24 მონაწილეზე 2 ადგილი; 25-34 მონაწილეზე 3 ადგილი;

35-44 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ. (მხოლოდ თბილისელი მოჭადრაკეები).

– ტურის დაწყებიდან 30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,

საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვი