თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ტრადიციული, საახალწლო ‘თბილისის თასის’ გათამაშება.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 2 200 ლარს შეადგენდა.
ქალთა ტურნირს განსაკუთრებული პეწი ჭადრაკის ლეგენდის ნონა გაფრინდაშვილის თამაშმა შესძინა.
9 ტურის შემდეგ 7,5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გაიმარჯვა მაკა ფურცელაძემ, მეორე ადგილზე 7 ქულით მირანდა მიქაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 5,5 ქულით მარიამ ჯანიაშვილმა დაისაკუთრა.
ვაჟთა შორის ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა დავით ჯოუჯუამ,9-დან 7 ქულით ნახევარი ქულით!
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:
2.კონსტანტინე შანავა 3.თორნიკე სანიკიძე 4.ნიკა ვოლკოვი