საახალწლო ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში
29-30 დეკემბერი 2021 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- ორგანიზატორები:
– თბილისის ჭადრაკის ფედერაცია;
– საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
29-30 დეკემბერი 2021 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
- მონაწილენი: ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მოჭადრაკეებს:
– ფიდეს რეიტინგით 1800 და მეტი, აგრეთვე WFM, WIM, WGM, FM, IM, GM – წოდებიანები;
– 2021 წლის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების პრიზიორებს-14,16,18 და 20
წლამდე.
– სამივლინებო ხარჯებს (მგზავრობა, დაბინავება, კვება) გაიღებენ თვით მონაწილენი
ან მათი მომავლინებელი ორგანიზაციები.
4. სისტემა და დროის კონტროლი:
– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
– აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს
ორგანიზატორი.
– თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წმ-ის დამატებით.
5. ტაი-ბრეიკი:
- ბუჰგოლცი-1 (1 უდაბლესის გამოკლებით);
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- ურთიერთშორის შეხვედრა;
- შავებით ნათამაშები პარტიების მეტი რაოდენობით;
- მოგებების მეტი რაოდენობით.
6. კვალიფიკაცია: ტურნირში ფიდეს რეიტინგი არ დაითვლება.
7. ტურნირის განრიგი:
ტური | თარიღი | დრო |
რეგისტრაცია | 29 დეკემბერი | 1100 – 1800 |
გახსნა | 30 დეკემბერი | 12.00 |
I ტური | 30 დეკემბერი | 12.00 |
II ტური | 30 დეკემბერი | |
III ტური | 30 დეკემბერი | |
IV ტური | 30 დეკემბერი | |
V ტური | 30 დეკემბერი | |
VI ტური | 30 დეკემბერი | |
VII ტური | 30 დეკემბერი | |
VIII ტური | 30 დეკემბერი | |
IX ტური | 30 დეკემბერი | |
დახურვა | 30 დეკემბერი |
8. პრიზები: საპრიზო ფონდია 2 200 ლარი (ელვისებური ჭადრაკი).
ადგილი | ვაჟები | ქალები |
1 | 600 | 500 |
2 | 400 | 300 |
3 | 200 | 200 |
– თანაბარი ქულების შემთხვევაში პრიზები არ გაიყოფა. ერთი და იგივე მონაწილის მიერ
რამოდენიმე პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი
უდიდესი პრიზი;
- ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის
შესაბამისად.
I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ თასი, მედალი და დიპლომი.
II – III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს გადაეცემათ მედლები და დიპლომები.
9. საერთო წესები:
– ტურის დაწყებიდან 3 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება
წაგება;
– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და
ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.
რეგისტრაცია: ნატა ალავიძესთან: -ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი,
ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი ზურაბ მიქაძე.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი მარგალიტა თანდაშვილი