ფიდეს ქალთა და ღონისძიებების კომისიების ორგანიზებით 19 ივნისს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com – ზე გაიმართა საერთაშორისო პირად-გუნდური ქალთა ონლაინ  – the Queens’ Online Chess Festival ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი . ტურნირი გაიმართა 4 სხვადასხვა რეიტინგ კატეგორიაში. საქართველოს ქალთა გუნდი ასპარეზობდა შემდეგი შემადგენლობით: ლილე ქორიძე, თამარ ესაძე, ანასტასია კირთაძე და მარიამ ცეცხლაძე.

2100-მდე რეტინგ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა ლილე ქორიძემ. ამავე კატეგორიაში 6,5 ქულა აიღო თამარ ესაძემ, 1800-მდე რეიტინგ კატეგორიაში 5 ქულის აღება შეძლო ანასტასია კირთაძემ, ხოლო 1500-მდე კატეგორიაში კი მარიამ ცეცხლაძემ 7 ქულა აიღო 11 შესაძლებლობიდან.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის გუნდურ ჩათვლაში ქართველმა გოგონებმა დაიკავეს III ადგილი და მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება, რომელიც გაიმართება 27 ივნისს და მასში მონაწილეობას მიიღებს ოთხივე კონტინენტის საუკეთესო 3-3 გუნდი. ხოლო ლილე ქორიძე ასევე იასპარეზებს ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე 26 ივნისს.

გამარჯვებულ მოჭადრაკეებთან ონლაინ სესიებს გამართავენ ცნობილი მწვრთნელები: არტურ იუსუპოვი, ალექსეი დრეევი და სხვები.