შაბათ-კვირას, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართა.

ასპარეზობაზე მეხუთე, მეოთხე და მესამე თანრიგის ნორმატივების შესასრულებლად 70-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა.

V თანრიგის ნორმატივის შესასრულებლად დაწესებული იყო ბარიერი – 7 შესაძლებლობიდან – 4,5 ქულა;

IV თანრიგის ნორმატივისთვის 5 ქულის დაგროვება იყო საჭირო, ხოლო მესამე თანრიგისთვის 5,5 ქულის მოგროვება გახლდათ აუცილებელი.

საბოლოო სატურნირო შედეგები:

V თანრიგი

I ადგილი – მარიამ სუკასიანი- 6,5 ქულა;

II ადგილი – საბა კოპაძე – 6 ქულა;

III ადგილი – ირაკლი ხუნდაძე – 5,5 ქულა

IV -III თანრიგი

I ადგილი – ოთარ ამყოლაძე – 5,5 ქულა;

II ადგილი – სანდრო გოგუაძე – 5 ქულა;

III ადგილი – ბარბარე მიქელაიშვილი – 5 ქულა;