საერთაშორისო ოსტატის ნიკოლოზ კაჭარავას (მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი)  დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!

ნიკამ, ასპარეზობა ზედიზედ 6 გამარჯვებით დაიწყო და შანსი არ დაუტოვა მეტოქეებს!

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა საერთაშორისო ოსტატი ნიკოლოზ პეტრიაშვილი (მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი;ლაშა ჯანჯღავა), ხოლო მესამე ადგილზე 7 ქულით ფიდეს ოსტატი ირაკლი ახვლედიანი (მწვრთნელი დავით ჯოჯუა;ლეონიდ ნეურონოვი) გავიდა.

ჭაბუკებისგან განსხვავებით გოგონათა შორის ბოლო ტურამდე გაგრძელდა დაძაბული ბრძოლა ჩემპიონობისათვის.

საბოლოოდ, 9-დან 7,5 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდგეგნაირად განაწილდნენ:

1.ნია დონღვანი (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა; კონსტანტინე შანავა)

2.ლილე ქორიძე (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა; დავით არუთინიანი)

მესამე ადგილზე 6 ქულით თამარ ესაძე განთავსდა (მწვრთნელი ლერი ესაძე;თორნიკე სანიკიძე).

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებმა მოიპოვეს საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზურები როგორც ქალთა ასევე ვაჟთა შორის!

ფოტოგალერეა

დებულება

ტექნიკური შეხვედრები:

გოგონები

ჭაბუკები

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით