11 თებერვალი, 2023 წ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი:

   – 11 თებერვალი, 15:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

ტურნირში დაიშვება  ყველა მოჭადრაკე რომელიც გადაიხდის სატურნირო შესატანს:

– ფიდეს ნებისმიერი რეიტინგის მქონე მოჭადრაკე – 10 ლარი;

– ფიდეს ურეიტინგო მოჭადრაკეებისათვის დამატებით 10 ლარი – სულ 20 ლარი.

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   – ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

   – თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

  • თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები

განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/YU8EkKx3mbndT3DN6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების)

მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო

შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

   მონაწილეთა რეგისტრაცია შეწყდება 1-ლი ტურის დაწყებამდე 2 საათით ადრე.

ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები: სს “თიბისი ბანკი”

    ანგარიში ნომერი: GE38TB7313936080100011.      საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

  •  პრიზები: საპრიზო ფონდია – 330 ლარი, რომელსაც დაემატება 60-ზე მეტი მონაწილის ძირითადი სატურნირო

შემონატანის 75% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 25% დაემატება ელვისებურ

ჭადრაკში თებერვლის ბოლო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.

 123
ღია1007555
ქალთა40  
ELO 1800<30  
ELO 1500<30  

– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის  შესაბამისად.  

ტურნირის დირექტორი:   საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა   

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე