8, 10, 12 და 14 წლის მოჭადრაკეებს შორის (გუნდური)
საქართველოს ონლაინ პირველობა მწვრთნელთა გუნდებს შორის
13 – 20 დეკემბერი, 2021 წ.
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
- მიზანი და ამოცანები:
- საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
- საქართველოს უძლიერესი მწვრთნელთა გუნდების გამოვლენა.
- ღონისძიების მართვა:
საჭიროების შემთხვევაში ტურნირის დებულებაში ცვლილებების შეტანის უფლება აქვს
ღონისძიებების სუპერვაიზერს (ღონისძიებების მართვის ხელმძღვანელი).
- ჩატარების ვადები და ადგილი:
13.12-20.12. 2021 წ. ონლაინ პლატფორმა www.tornelo.com
- სისტემა და კვალიფიკაცია:
ჩემპიონატი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად. აუცილებლობის
შემთხვევაში ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
- მონაწილენი:
5.1 ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:
8 წლამდე – 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
10 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
12 წლამდე – 2009 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
14 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს.
5.2 გუნდის შემადგენლობა განისაზღვრება 4 მონაწილით:
– I-III დაფა – ჭაბუკები, IV დაფა – გოგონა.
– გუნდს აკომპლექტებს მწვრთნელი, რომელიც 2021 წლის პირველი სექტემბრიდან მაინც
წვრთნის გუნდის წევრებს (საბოლოო რეგისტრაციისას ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში
გუნდი მოიხსნება ტურნირიდან სატურნირო შესატანის დაბრუნების გარეშე). ის მოჭადრაკეები
რომლებიც პირველი სექტემბრის შემდეგ გადავიდნენ ახალ მწვრთნელთან, მათ უფლება აქვთ
ითამაშონ იმ მწვრთნელის გუნდში ვისგანაც გადავიდნენ.
სამივლინებო ხარჯებს გაიღებენ მიმავლინებელი ორგანიზაციები.
- რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
6.1 გუნდის მწვრთნელებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/tFTzAVdAvda17mak6 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) გუნდის წევრების
დაბადების მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე გუნდის
სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 12 დეკემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
6.2 თითოეული გუნდის სატურნირო შესატანია 80 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).
6.3 დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 160 ლარი (უნაღდო
ანგარიშსწორებით).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22
6.4 რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ
დაარეგისტრიროს გუნდი, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
- დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.
- განრიგი:
ტური | დღე | საათი (8 წ. და 12 წ.) | დღე | საათი (10 წ. და 14 წ.) |
ვებინარი | 13 დეკემბერი | 18:00 | 13 დეკემბერი | 20:00 |
გახსნა | 14 დეკემბერი | 17:30 | 14 დეკემბერი | 19:30 |
I ტური | 14 დეკემბერი | 18:00 | 14 დეკემბერი | 20:00 |
II ტური | 15 დეკემბერი | 18:00 | 15 დეკემბერი | 20:00 |
III ტური | 16 დეკემბერი | 18:00 | 16 დეკემბერი | 20:00 |
IV ტური | 17 დეკემბერი | 18:00 | 17 დეკემბერი | 20:00 |
V ტური | 18 დეკემბერი | 18:00 | 18 დეკემბერი | 20:00 |
VI ტური | 19 დეკემბერი | 18:00 | 19 დეკემბერი | 20:00 |
VII ტური | 20 დეკემბერი | 18:00 | 20 დეკემბერი | 20:00 |
დახურვა | 22 დეკემბერი | 18:00 | 22 დეკემბერი | 18:00 |
- გამარჯვებულთა გამოვლენა:
– გამარჯვებული გუნდები გამოვლინდებიან მატჩების ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით.
მატჩის მოგება განისაზღვრება – 2 ქულით, წაგება – 0 ქულით, ფრე – 1 ქულით.
– შვეიცარიულ სისტემაში Buy -ის შემთხვევაში გუნდს ეწერება მატჩის 2 ქულა, ასევე ქულათა საერთო
ჯამს ემატება 2 ქულა.
- თაი – ბრეიქი:
ორი ან მეტი გუნდის მიერ მატჩის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში
ადგილები განაწილდება:
1. ქულათა საერთო ჯამის მიხედვით;
2. ურთიერთშორის შეხვედრის შედეგით;
3. ზონებორნ-ბერგერის სისტემით;
4. პირველი დაფის შედეგით (I დაფა, II დაფა, III დაფა და ა.შ.)
11. დაჯილდოება:
- I – III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით.
- I – III ადგილზე გასულ გუნდების მწვრთნელები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომით.
– ტურნირში შესაძლებელია სპორტული თანრიგის შესრულება (იხილეთ დანართი 1).
12. საერთო წესები:
12.1. ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;
12.2. მოჭადრაკეები, ტურნირის მსვლელობის დროს, საკუთარი სახელითა და გვარით სრულად უნდა
ჩაერთონ ვიდეო ჯგუფში აპლიკაცია Zoom-ის გამოყენებით. მოჭადრაკეები Zoom-ში უნდა ჩაერთონ
ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს
ჩართული, როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom-ის ვიდეო
გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოვებული ფოტოზე აღნიშნულ გამოსახულებასთან,
ანუ მკაფიოდ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე, კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე
ვალდებულია, ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom-ის საშუალებით
დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ ვერ აკმაყოფილებს Zoom-თან დაკავშირებულ მოთხოვნებს;
12.3. მთავარ მსაჯს უფლება აქვს მონაწილეს მოთხოვოს დამატებით მეორე ვიდეო კამერის ჩართვა.
12.4. არანაირი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში, გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom-ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი);
12.5. მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი;
12.6. კომპიუტერში რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს, უნდა იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი, გარდა Zoom-ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა;
12.7. მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში, ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან;
12.8. რეკომენდებულია სათამაშო კომპიუტერის ინტერნეტთან კაბელით დაკავშირება;
12.9. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის ან ონლაინ პლატფორმის გლობალური პრობლემების გამო, მთავარ მსაჯს აქვს უფლება, გადადოს ტური.
13. სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
13.1. მოჭადრაკე მოიხსნება ჩემპიონატიდან, თუ მსაჯები Zoom-ში აღმოაჩენენ, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით. ასევე მოიხსნება ჩემპიონატიდან გუნდი რომლის შემადგენლობაში ის არის.
13.2. ჩემპიონატის მსვლელობის დროს, პარტიების მონიტორინგს სამართლიანი თამაშის წესების დაცვაზე, განახორციელებს ღონისძიების სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ქართველი და უცხოელი კვალიფიციური სპეციალისტებით;
13.3. სამართლიანი თამაშის წესების დაცვის კომისია დააკვირდება თითოეულ პარტიას და ტურნირის მსვლელობის დროს აცნობებს მთავარ მსაჯს სამართლიანი თამაშის ნებისმიერი წესის დარღვევის შესახებ;
13.4. სამართლიანი თამაშის წესების კომისიის მტკიცებულებების და გარე წყაროებიდან მიღებული დაზუსტებული ინფორმაციების საფუძველზე მთავარ მსაჯს უფლება აქვს წესების დამრღვევი მოჭადრაკე მოხსნას ტურნირიდან. მას ყველა პარტიაში ჩაეთვლება წაგება;
13.5. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება მოჭადრაკის და გუნდის ტურნირიდან მოხსნის შესახებ საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
13.6. სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის გამო ჩემპიონატიდან მოხსნილი მოჭადრაკეების 1 წლით დისკვალიფიკაციის მიცემის საკითხი გადაეცემა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ფიდეს შესაბამის კომისიას. ასევე მის მწვრთნელს მიეცემა შესაბამისი მითითება / გაფრთხილება.
14. სააპელაციო კომიტეტი:
14.1. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გააპროტესტოს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება;
14.2. გასაჩივრებას არ ექვემდებარება: კომპიუტერული კენჭისყრის შედეგები, სამართლიანი თამაშის წესების დარღვევის, ინტერნეტთან და სხვა პირად ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული პრობლემების გამო მთავარი მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
15. სათამაშო ონლაინ პლატფორმა:
– ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე
– მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად გაიმართება ვებინარი:
8 და 12 წლამდე – 13 დეკემბერი – 18:00 საათი. Zoom-ის ბმული –
Meeting ID: 854 1568 0089 Passcode: 091053
10 და 14 წლამდე – 13 დეკემბერი – 20:00 საათი. Zoom-ის ბმული –
Meeting ID: 880 8069 8997 Passcode: 573093
ვებინარზე სავალდებულოა მონაწილეების, მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა.
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე.