ჭადრაკის სასახლემ 2-3 მაისს, მსოფლიო ჭადრაკის კორიფების, ნონა გაფრინდაშვილის და ნანა ალექსანდრიას აღმზრდელის, ვახტანგ ქარსელაძის მემორიალურ  ტურნირს  – ‘ვახტანგიანა’ უმასპინძლა!

პირველ დღეს, ქართველ მწერლებსა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკეთა შორის 15 დაფაზე გაიმართა შეჯიბრი, სადაც გამარჯვება ახალგაზრდებმა მოიპოვეს.

მეორე სათამაშო დღეს კი ელვისებურ ჭადრაკში ჩატარდა ინდივიდუალური ტურნირი. ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა.

7-დნა 6.5 ქულით დამაჯერებლა იზეიმა პირველობა ოტარ ჯირკვალიშვილმა!

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა დენიელ საფაროვის, ხოლო მესამე ადგილზე 5,5 ქულით ანდრია კვირიაშვილი გავიდა.