12 მარტი, 2023 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.
2. ჩატარების ვადები და ადგილი:
– 12 მარტი, 18:00 სთ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.
3. მონაწილენი:
– ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს რომლებიც გადაიხდიან
სატურნირო შესატანს – 15 ლარს:
4. სისტემა და დროის კონტროლი:
– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
– თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.
- თაი – ბრეიქი:
ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები
განაწილდება:
- ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
- ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
- მოგებების რაოდენობით;
- პროგრესი (რეგრესით).
6. კვალიფიკაცია:
ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.
7. რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/rAHuHZgxtSv1mCDW7 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების)
მოწმობის ასლი; 2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო
შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მონაწილეთა რეგისტრაცია შეწყდება 1-ლი ტურის დაწყებამდე 2 საათით ადრე.
ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
სატურნირო შესატანის ფედერაციის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში თანხა ჩაითვლება გადაუხდელად და
დაბრუნებას არ ექვემდებარება!
- პრიზები: საპრიზო ფონდია – 400 ლარი, რომელსაც დაემატება 60-ზე მეტი მონაწილის ძირითადი სატურნირო
შემონატანის 60% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 20% დაემატება ელვისებურ
ჭადრაკში მარტის ბოლო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.
1 | 2 | 3 | |
ღია | 120 | 90 | 70 |
ქალთა | 50 | ||
ELO 1800< | 40 | ||
ELO 1500< | 30 |
– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.
– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.
– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე