1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების  ვადები  და  ადგილი: 27 მარტი, 18:00 სთ.  თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3.  მონაწილენი:

– ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს რომლებიც გადაიხდიან

საწევრო შესატანს – 15 ლარს:

4.  სისტემა  და  დროის  კონტროლი:

   – ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი. 

   – თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

  • თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები

განაწილდება:

  1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;
  2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);
  3. მოგებების რაოდენობით;
  4. პროგრესი (რეგრესით).

6.  კვალიფიკაცია:

      ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.

7.  რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –

https://forms.gle/EhtKn9hpR2baviJ77 ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი;

2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი.

  მონაწილეთა რეგისტრაცია შეწყდება 1-ლი ტურის დაწყებამდე 2 საათით ადრე.

ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com  მობ:  558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო  რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701.  ბანკის კოდი BAGAGE22

საწევრო შესატანის ფედერაციის სხვა ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში თანხა ჩაითვლება გადაუხდელად და

დაბრუნებას არ ექვემდებარება!

  •  პრიზები: საპრიზო ფონდია – 400 ლარი, რომელსაც დაემატება 60-ზე მეტი მონაწილის ძირითადი სატურნირო

შემონატანის 60% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 20% დაემატება ელვისებურ

ჭადრაკში მარტის ბოლო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.

 123
ღია120 (+332)9070
ქალთა50  
ELO 1800<40  
ELO 1500<30  

შენიშვნა: პირველი ადგილის პრიზს დაემატა თებერვლის და მარტის ბლიც ტურნირების ბონუსი 332 ლარი. შესაბამისად პირველი ადგილის პრიზი შეადგენს არანაკლებ 452 ლარს.

– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური  კანონმდებლობის  შესაბამისად.  

ტურნირის დირექტორი:   საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა   

მთავარი მსაჯი:  საერთაშორისო არბიტრი – სალომე სირაძე