ევროპის რიგით 23-ე გუნდური ჩემპიონატი სტარტს აიღებს სლოვენიის ქალაქ თერმ ჩატეჟში.
ჩემპიონატზე მონაწილეობს ქალთა 31 და ვაჟთა 34 გუნდი.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 90 წუთი 40 სვლაზე/ნახევარი საათი პარტიის ბოლომდე/30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
პირველი ტური 12 ნოემბრის 15:00 საათზე დაიწყება ადგილობრივი დროით.
საქართველოს სახელს ჩემპიონატზე დაიცავენ:
ქალთა გუნდი:
1. ნანა ძაგნიძე (2524)
2. ლელა ჯავახიშვილი (2446)
3.მერი არაბიძე (2441)
4.სალომე მელია (2371)
5.სოფიო გვეტაძე (2302)
კაპიტანი – დავით ჯოჯუა; მთავარი მწვრთნელი – ელიზბარ უბილავა.
ვაჟთა გუნდი:
1.ბაადურ ჯობავა (2582)
2.თორნიკე სანიკიძე (2458)
3.ლუკა პაიჭაძე (2551)
4.ლევან ფანცულაია (2571)
5.გიგა ყუფარაძე (2475)
კაპიტანი;მთავარი მწვრთნელი – ზურაბ სტურუა;