ხვალიდან, პოლონეთის დედაქალაქში სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 13 (სწრაფი) და 21 (ელვისებური) ტურად გაიმართება და მისი საერთო საპრიზო ფონდი 1 000 000 $ შეადგენს!
საქართველოს სახელით ჩემპიონატზე იასპარეზებენ: ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბაადურ ჯობავა, გიგა ყუფარაძე და მერაბ გაგუნაშვილი.
ჩემპიონატს განსაკუთრებილ ელფერს ყველა საჭადრაკო დისციპლინაში, მსოფლიო ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის მონაწილება მატებს!