რუმინეთის ქალაქ იასიში დაიწყო ევროპის ქალთა ჩემპიონატი ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით. ტურნირი შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი – 60 000 ევროს შეადგენს.
ასპარეზობაზე 29 ქვეყნის 117 მოჭადრაკე მონაწილეობს.
საქართველოს ღირსებას ევროჩემპიონატზე დაიცავენ:
ნინო ბაციაშვილი (2487)
ბელა ხოტენაშვილი (2471)
ლელა ჯავახიშვილი (2470)
მერი არაბიძე (2438)
ნია დონღვანი (1902)
აღსანიშნავია, რომ ქართველი ქალები ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები არიან და სასტარტო რეიტინგ-სიის პირველი სამეული ჩვენი მოჭადრაკეებისგან შედგება.