დიდი წარმატებით იასპარეზეს ქართველმა გოგონებმა ევროპის ჰიბრიდულ ონლაინ ჩემპიონატზე თანატოლთა შორის!
ქართველი მოზარდები საერთო მესამე ადგილზე გავიდნენ, ევროპის 32 ქვეყნის გუნდებთან შეჯიბრში!
პირად ჩათვლაში, შესანიშნავად ითამაშა, ანასტასია კირთაძემ და ვერცხლის მედალი მოიპოვა, 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის!
ელენე წოწონავამ, ევროპის ჰიბრიდული ონლაინ ჩემპიონატის დასკვნით ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!