ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მერთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წარმატებულ ახლაგაზრდებს შორის არიან ნორჩი, მოჭადრაკეებიც. ევროპის სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული და პრიზიორი; საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი : ანასტასია კირთაძე და გაბრიელ გაბადაძე; საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი დავით ნემსაძე.