19 ნოემბერი, 2023 წ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

1. მიზანი და ამოცანები: საქართველოში ჭადრაკის შემდგომი პოპულარიზაცია.

2. ჩატარების ვადები და ადგილი:

– 19 ნოემბერი, 18:00 სთ. თბილისი, ჭადრაკის სასახლე.

3. მონაწილენი:

– ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს რომლებიც გადაიხდიან

საწევრო შესატანს – 20 ლარს:

4. სისტემა და დროის კონტროლი:

– ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.

– თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

5. თაი – ბრეიქი:

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები

განაწილდება:

1. ბუჰგოლცი-1(1 უდაბლესის გამოკლებით) ;

2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი);

3. მოგებების რაოდენობით;

4. პროგრესი (რეგრესით).

6. კვალიფიკაცია:

ტურნირში დაითვლება ელვისებურ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგი.

7. რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:

– მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ: 1) პირადობის (დაბადების) მოწმობის ასლი;

2) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე საწევრო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი

დოკუმენტი.

მონაწილეთა რეგისტრაცია შეწყდება 1-ლი ტურის დაწყებამდე 1 საათით ადრე.

ნატა ალავიძე – ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22

8. პრიზები: საპრიზო ფონდია – 500 ლარი, რომელსაც დაემატება 60-ზე მეტი მონაწილის ძირითადი საწევრო

შემონატანის 60% (რომელიც თანაბრად დაემატება ექვსივე საპრიზო ადგილს). ხოლო 20% დაემატება ელვისებურ

ჭადრაკში ოქტომბრის ბოლო ტურნირში პირველ ადგილზე გასული მოჭადრაკის ფულად პრიზს.

1 2 3

ღია 150 110 80

ქალთა 70

ELO 1800< 50

ELO 1500< 40

– თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში პრიზი არ იყოფა.

– ერთი და იგივე მონაწილის მიერ ორი პრიზის მოპოვების შემთხვევაში პრიზიორს გადაეცემა მხოლოდ ერთი უდიდესი პრიზი.

– ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა