საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის და პრიზიორის, სწრაფ ჭადრაკში ქართული გრან პრის მრავალგზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის, გიგა ყუფარაძის გამარჯვებით დასრულდა chess.com-ზე გამართული რიგით მეათე დახურული ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში!
ყუფარაძემ 10-დან 8,5 ქულა დააგროვა და პირველობა საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილთან ერთად გაინაწილა. მაგრამ, ახალგაზრდა კოლეგა უკეთესი მაჩვენებლებით დაჯაბნა.
გამარჯვებულ ორეულს ნახევარი ქულით ჩამორჩა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის მერი არაბიძე. ვაჟთა სამეულში მოხვედრასთან ერთად მერიმ ქალთა შორის საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.
მეოთხე ადგილზე 7 ქულით საქართველოს ჩემპიონი ონლაინ ჭადრაკში ნიკა ვოლკოვი გავიდა.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 10 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 280 ლარს შეადგენდა.