ჭიათურის მერიის ხელშეწყობით და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით, ქალაქ ჭიათურაში საჭადრაკო კლუბი გაიხსნა.

საჭადრაკო სივრცის მოწყობის მიზანი, ჭიათურაში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოზარდების ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა გახლავთ.

კლუბის  რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა, ხოლო საჭადრაკო ინვენტარით კლუბს  ჭადრაკის ფედერაცია დაეხმარა.

საჭადრაკო დარბაზს, სადაც ბავშვებს ექნებათ საშუალება შესანიშნავ  გარემოში დაეუფლონ ჭადრაკს, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის,  ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭება.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, საერთაშორისო დიდოსტატმა,  გიორგი გიორგაძემ ერთდროული თამაშის სეანსი გამართა ნორჩ მოჭადრაკეებთან.