3 – 4 ივლისს აბუ-დაბის (არაბთა გაერთიანებული საამიროები) საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘CHESS.COM’ სწრაფ ჭადრაკში ონლაინ გუნდური ტურნირი გაიმართა.

ტურნირზე 10 გუნდი მონაწილეობდა და   წრიული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. ასპარეზობაზე   საქართველოს სახელით მოასპარეზე ზუგდიდის  გუნდის გარდა მონაწილეობდნენ: არაბთა გაერთიანებული საამიროები (ორი გუნდი), აზერბაიჯანი, სლოვენია, ინდოეთი, რუმინეთი, სირია, უკრაინა, უზბეკეთი.

თითოეული გუნდი შედგებოდა 4 ძირითადი და 2 სათადარიგო მოთამაშისგან, რომელთა  ფიდეს კლასიკური რეიტინგი 2250 ქულაზე ნაკლები გახლდათ.

ტურნირი    chess.com-ის საჭადრაკო  პლატფორმაზე, 9 ტურად შემდეგი დროის რეგლამენტით: 10 წუთი, 10 წამის დამატებით პირველივე სვლიდან გაიმართა. ასევე, სავალდებულო  იყო Zoom – ის საკონფერენციო ოთახში ჩართვა.

ზუგდიდის მოჭადრაკეთა გუნდმა 11 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა!

გუნდის შემადგენლობა:
1. ფაცია ზვიადი – 2204
2. აბსავა გიორგი – 2156
3. კვარაცხელია დიმიტრი – 2026
4. ბეჭვაია გიორგი – 1923
სათადარიგო:
1. დარასელია გიორგი – 1825
2. შამათავა ნიკოლოზი – 1821

ტურნირში დაწესებული იყო შემდეგი საპრიზო  ფონდი:
I ადგილი – 1000$
II ადგილი – 700$
III ადგილი – 500$